ჩემი პროექტი-,,დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა"
ეს ტრენინგ-მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას,მის ძლიერ მხარეს,რომ მოსწავლეები თავად არიან ჩართული სასწავლო პროსესში,ხოლო მასწავლებელი არის მხოლოდ დამხმარე.პროექტული სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს,რუბრიკებს,ჩეკლისტებს,რომლის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად,ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესრულებას და მიიღებენ შესაბამის უკუკავშირს ტრენინგის მსვლელობისას შვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელიც დახმარებას გაუწევს მოსწავლეს დავალების შესრულებაში.
ამ ტრენინგით ვისწავლე,როგორ წავრმართო ჩემი პროექტი ისე,რომ მოსწავლეებს განვუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები,როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი,განვსაზღვრო მისი შესრულებისათვის საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი,რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდი პრაქტიკულად.შევქმენი პროექტი,რომელსაც განვახორციელებ ჩემს კლასში.
მადლობა ქალბატონ ნინოს ასეთი საინტერესო,ნაყოფიერი და შინაარსიანი დღეებისთვის.
No comments:
Post a Comment